ანრი ოხანაშვილი : ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან კარგი რესურსი, გააძლიეროს პარტია

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან კარგი რესურსი, გააძლიეროს პარტია, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის, როგორც „ქართული ოცნების“ დაფუძნებაში ასევე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებაში.

„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ძალიან კარგი რესურსი და პოტენციალი, რომ გააძლიეროს პარტია, განავითაროს პარტიული სტრუქტურები პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, გუნდთან ერთად. სწორედ ამაზე ისაუბრა ღარიბაშვილმა. ჩვენთვის ეს არის ძალინ ღირებული და ჩვენი გუნდი ბევრ სასიკეთო პროექტს შესძენს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, ვინმეს დასუსტება, ვინმეს გვერდით გაწევა, ეს არის პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და რამდენიმე ტელევიზია ქმნიან, თუმცა ეს არის აბსურდი და არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში“კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი მეპატრონეს სავენტილაციო არხზე ჰქონდა მიერთებული” – ყაზტრანსგაზი გლდანში მომხდარ შემთხვევაზე
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : სალომე ზურაბიშვილს არ აქვს დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი, ის არის დანიშნული პრეზიდენტი