ანრი ოხანაშვილი – გუნდის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია, სწორედ ამ გუნდის მეშვეობით მოვიპოვეთ არაერთი გამარჯვება

უმრავლესობის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო იმას, რომ გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ წევრს დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე კვირის გეგმები განიხილეს.

„დღევანდელი შეხვედრა ბევრ საკითხს დაეთმო. დიდი დრო დაეთმო მიმდინარე კვირაში დაგეგმილ საკითხებზე საუბარს და პარლამენტის სხდომებს, მათ შორის ვისაუბრეთ იმაზე, რომ გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ წევრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან სწორედ ამ გუნდის მეშვეობით მოვიპოვეთ არაერთი გამარჯვება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყველას აძლევს საშუალებას, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

„რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის დამოკიდებულებას, ის ყველას აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი პოზიციები ძალიან ღირსეულად, დემოკრატიულად და აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე დააფიქსირონ, ვიმსჯელოთ და კონსენსუსამდე მივიდეთ. ჩვენთვის გუნდურ მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ამას ვინმე კითხვის ნიშნისა და ეჭვის ქვეშ აყენებს, უშუალოდ მათ უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, გუნდური თამაში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია გუნდი და გუნდური თამაში, ხალხი, ვინც აქამდე ერთად მოვედით და ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ. მსურს, ამ ხალხთან ერთად წინ ვიაროთ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება ველისციხეში – სასამართლომ ინციდენტში მონაწილე ქეთევან მირიანაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიაუმძიმეს პირობებში მცხოვრები მოსახლეობა – 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ახალი ტენდერი გამოცხადდა