ანრი ოხანაშვილი – ერთი ფარატინა ფურცლის გამო კონკრეტული პირის დადანაშაულება არის აბსურდი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძის წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება. მისი განცხადებით ერთი ფარატინა ფურცლის გამო, რომელიც ვერ იძლევა პასუხს რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნების შესახებ, კონკრეტული პირის მიმართ ხელის გაშვერა, დადანაშაულება არის აბსურდი და ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი ვერ იძლევა საღი აზრის ჩამოყალიბებას იმის შესახებ, რომ აღნიშნულ დოკუმენტში კონკრეტული პირის მხრიდან შესაძლოა მომდინარეობდეს შანტაჟის ან მუქარის შემცველი ინფორმაცია.

“ამის გამო კონკრეტული პირის მიმართ ხელის გაშვერა, დადანაშაულება არის აბსურდი და ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული. თუმცა პროცესები მიმდინარეობს და ყველამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ვისაც კი აქვს რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დღეს პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიამეათე საუკუნის ქართულმა ეკლესიამ თურქეთის აღმოსავლეთში, ერზრუმში ტურისტების რაოდენობა გაზარდა