ანრი ოხანაშვილი – ერთი ყიჟინა ჰქონდა ოპოზიციას, რომ პრეზიდენტს სჯიან, პრეზიდენტმა მის დასასჯელ კანონს მოაწერა ხელი?!

ერთი ყიჟინა ჰქონდა ოპოზიციას, რომ პრეზიდენტს სჯიან, პრეზიდენტმა მის დასასჯელ კანონს მოაწერა ხელი?! – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონისთვის პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მას “სწორად მოაწერა ხელი”.

„გამოვიდნენ ახლა და გვითხრან რას მოაწერა ხელი პრეზიდენტმა – მის დასასჯელ კანონს მოაწერა თუ აბსოლუტურად სწორად მოაწერა ხელი ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, საპარლამენტო რესპუბლიკებში აპრობირებულ მოდელს, რომ თუკი დავა იქნება კონსტიტუციურ ორგანოებს შორის, იქნება ეს პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, პროკურატურა, გენერალური აუდიტი და ა.შ. ეს დავა შესაძლებელია გადაწყდეს კონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოში.

არ არის სწორი მიდგომა, რომ ჩვენ უნდა ვედავოთ პრეზიდენტს, სწორი მიდგომაა, რომ კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ჩათვლის, რომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება შეფერხდა, პრეზიდენტს კი არ უნდა ედავოს, უნდა წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს, რომ ეს შეფერხება არ შეესაბამება კონსტიტუციურ წესრიგს და მოითხოვოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ფინალური მიზანი არა მხოლოდ უკრაინის აღება, არამედ ევროპის ცენტრისა და მისი აღმოსავლეთის დახლეჩვაა – ზელენსკი
შემდეგი სტატიაამ წუთებში, ძლიერი ხანძარია ხერსონში