ანრი ოხანაშვილი – ჩვენ მოლაპარაკების კარი არასდროს დაგვიხურავს

ჩვენ მოლაპარაკების კარი არასდროს დაგვიხურავს, დაველოდოთ პოზიციებს ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან – შეიცვალეს თუ არა დამოკიდებულება, რომ ნაცვლად რადიკალიზმისა, დემოკრატიული გზა აირჩიონ ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რამდენად გაგრძელდება მოლაპარაკებები, ეს ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

“მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გაჟღერებულია ჩვენი პოზიცია, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვრჩებით ერთგული იმის, რომ პროცესები უნდა წარიმართებოდეს დემოკრატიულ ჩარჩოებში, სწორედ მოლაპარაკებების გზით და თუკი ვინმეს არ სურდა ეს მოლაპარაკებები, სამწუხაროდ ესენი იყვნენ რადიკალური ჯგუფები. ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, ჩვენი მხრიდან, რაც იყო დღის წესრიგი, რომ დემოკრატიულ ფარგლებში უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, ეს ძალაშია ისევ, ამიტომ უნდა დაველოდოთ შემდგომ პოზიციებს ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, შეიცვალეს თუ არა დამოკიდებულება, რომ ნაცვლად რადიკალიზმისა, აირჩიონ დემოკრატიული გზა, ამიტომ ეს მათზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა
შემდეგი სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობა – გილოცავთ ქვეყნის პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს