ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე.

„ვინაიდან მე ვუხელმძღვანელებ საქართველოს პარლამენტის ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს, ჩვენ ერთმანეთს გავაცანით ის სამომავლო გეგმები, რა მიმართულებებითაც ვაპირებთ თანამშრომლობას. ავსტრია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ბატონ თომას მიულმანთან ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა და მჯერა, რომ ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ადვოკატები საშვის დაშვებას და პარლამენტში შესვლას ითხოვენ
შემდეგი სტატიაამირან გულუაშვილი – ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუა რა მას