ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეები ისაუბრებენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიაა.

ანრი ოხანაშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლებს მომავალ კვირაში დაგეგმილ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

„შევხვდები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მათ მივაწვდი ინფორმაციას მომდევნო კვირას დაგეგმილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შესახებ. მე მათთან მაქვს უკვე კომუნიკაცია, შევთავაზე ნებისმიერი იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც მათ გააჩნიათ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება დაეხმაროს კომიტეტს გადაწყვეტილების მიღებაში. შევხვდები, რათა კიდევ ერთხელ დეტალურად გავაცნო ის პროცესი, როგორი პროცესით წარიმართება კანდიდატებთან გასაუბრება და ასევე, მოვისმინო მათი შემოთავაზებები კანდიდატებთან დაკავშირებით თუ პროცესთან მიმართებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველზე დაგეგმილი აქციის გამო, პარლამენტში შესვლა შეიზღუდა
შემდეგი სტატიაპარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ