ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში მოსაზრებების ნაწილი გაუგებარი და მშრალია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში მოსაზრებების ნაწილი გაუგებარი და მშრალია

“რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციებში, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია და ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ რამე პროცესი უნდა შეგვეჩერებინა, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას, თუ რა იქნება საბოლოო დასკვნა და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს”, – ამბობს ოხანაშვილი.

 

 

ოდირ-ის ანგარიში -საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა

banner
წინა სტატიაშიგლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, 71 პროექტი განხორციელდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილს ლიდერობა არ აკლია