ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება.

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რომ ჩემი კანდიდატურის განხილვაც ხდება. ამ საკითხზე ჩემი კომენტარი ეს არის. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს გუნდის გადასაწყვეტია. გუნდმა უნდა იმსჯელოს და ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, გუნდთან და გუნდის წევრებთან დაკავშირებით მედიასთან მსჯელობას არ აპირებს.

„ჩვენ ხალხმა მათი ინტერესების გასატარებლად დაგვიქირავა. შესაბამისად, მე არ ვუყურებ საკითხს, თითქოს აქ ბრძოლა მიდის. ჩვენ გუნდი ვართ, რომელიც საზოგადოებას ვემსახურებით. ეს არის საკითხები, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია გუნდის შიგნით ვიმსჯელოთ. ეს ის საკითხი არ არის, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ. არასდროს მომხრე არ ვარ გუნდთან და გუნდის წევრებთან დაკავშირებულ საკითხებზე მედიასთან ვიმსჯელო. ეს გუნდურობის საკითხს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმღვდლების პროტესტი ჯვრის მონასტერში – სასულიერო პირებმა მონასტრის კარი ჩაკეტეს
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე – ეკა ბესელია ან ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელ გზებს ბოლომდე არ იჭრის, ან გარკვეულ კოზირს მომავლისთვის ინახავს