13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ანრი ნამიჭეიშვილი: სოფელ კურსებში მიმდინარეობს გეოლოგიური დაკვირვებები, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილება

წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, – ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების სამი ჯგუფი 12 მარტის დილის საათებიდან მონიტორინგს ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე.

წინასწარი შეფასებით, ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას. მიმდინარეობს საველე საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და ზონები.

სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახდინეს მოსახლეობის სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გაყვანა. ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ დაკვირვებას“, – განაცხადა ნამიჭეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი: ეუთოს ანგარიშის შედეგები “ოცნებას” შეუძლია, დროში გადაავადოს, მაგრამ თავიდან ვერ აიცილებს
შემდეგი სტატიაჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება და თვითმკვლელობამდე მიყვანა -ორ პირს ბრალდება წარუდგინეს