5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

ანოუნი: მეზობელი ქვეყნებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნა ეხება ევროკავშირის ინტერესებს უსაფრთხო და სტაბილური ევროპის შესახებ

ევროკომისიის სპიკერი, ანუარ ელ ანოუნი “პუბლიკის” კითხვის პასუხად ამბობს, რომ კაია კალასის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომლითაც, უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკების ფარგლებში მოთხოვნილია რუსული ჯარების რაოდენობის შემცირება და მათი გაყვანა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, ეხება ევროკავშირის ინტერესებს უსაფრთხო და სტაბილური ევროპის შესახებ.

ინფორმაცია, რომ კაია კალასმა სადისკუსიო დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით EU-ის წევრ 27 ქვეყანას გაუგზავნა, „რადიო თავისუფლების“ პრაჟის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.
ევროკომისიის სპიკერმა თქვა, რომ ევროკავშირს უკრაინაზე მოლაპარაკებების პროცესში “რუსეთის მხრიდან სჭირდება რეალური მზაობის დადასტურება იმისა, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა”. უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავალი აშშ-ია. ევროკავშირი პროცესში წარმოდგენილი არ არის.
“უმაღლესი წარმომადგენლის მიდგომა შეეხება ჩვენს ინტერესებს უსაფრთხო და სტაბილური ევროპის შესახებ. ევროკავშირი მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ისწრაფვის უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიული ომში უკრაინის წინააღმდეგ მკაფიოა მსხვერპლი და აგრესორი. მანამდე ასევე ძალიან ნათლად იყო ნათქვამი, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად ნებისმიერ გეგმას დასჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა, იმისთვის, რომ მან იმუშაოს.

ჩვენ გვჭირდება რუსეთის მხრიდან რეალური მზაობის დადასტურება იმისა, რომ ის მართლაც ესწრაფვის მშვიდობას. და ჩვენ ასევე გვჭირდება იმის დანახვა, რომ ევროპის ინტერესები გარანტირებული და წარმოდგენილია”, – განაცხადა ანუარ ელ ანოუნიმ.

banner
წინა სტატიაშიტუსკი: ყველა პოლონელმა, რომელიც ირანშია, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ქვეყანა
შემდეგი სტატიალავროვი: თუ ევროპას ომი სურს, მზად ვართ