Anonymous: “საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა “ანონიმუსთან” აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ”

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა “ანონიმუსთან” აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ… ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება,” – ამის შესახებ ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ი X-ზე წერს.

“ბოლო კვირებში, Anonymous-მა კიბერ შეტევები დაიწყო საქართველოში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ. ეს აქტივობა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებგვერდის შეჩერებით, გაგრძელდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე დღევანდელი დაჰაკვით, რომელიც განხორციელდა Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ, მოიცავდა ავტობუსის სალაროს აპარატებში შეღწევას, როგორც პირდაპირი გზავნილი კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, რომელმაც გააყალბა არჩევნები და დააწესა ავტორიტარული რეჟიმი.

ეს არის გაფრთხილება მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება.

ქართველ ხალხს: ადექი, შეეწინააღმდეგე და დაიბრუნე შენი თავისუფლება. თქვენ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში.

გაუმარჯოს საქართველოს,” – წერს Anonymous-ი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, გადახდის აპარატებიდან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას ისტორიული ფრაზები, ასევე ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და “ოცნების” წევრების უხამსი გამონათქვამები ისმოდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის
შემდეგი სტატია“[მზია ამაღლობელის] წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არის დაუსაბუთებელი”- ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი