Anonymous-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებზეც „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმას აპირებს

http://www.gazeta.ru/politics/2015/11/17_a_7897943.shtml

ჰაკერთა ანონიმური დაჯგუფება Anonymous ტერორისტების მხრიდან თავდასხმების შესაძლო ობიექტების სიას აქვეყნებს.

როგორც ინტერნეტ გამოცემა International Business Times წერს, Anonymous-მა აღმოაჩინა ინფორმაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების შესახებ, რომლებიც იგეგმება როგორც პარიზში, ასევე აშშ-ში, ინდონეზიაში, იტალიასა და ლიბანში.

Anonymous-ის ერთ-ერთმა ჯგუფმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მათ შეაგროვეს ინფორმაცია გარდაუვალი თავდასხმების შესახებ, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ საფრანგეთის დედაქალაქში მზადდება.

Anonymous ასევე აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ გეგმავს თავდასხმას მსოფლიო ორთაბრძოლების ღონისძიებაზე, რომელიც იგეგმება აშშ-ში, ატლანტაში. ასევე თავდასხმებს გეგმავს პარიზში, სხვადასხვა ღონისძიებებზე. სავარაუდო თავდასხმის ობიექტთა ნუსხაში, გარდა პარიზში დაგეგმილი სამი ღონისძიებისა, მოხვდა ქრისტიანული დღესასწაული რომში, ალ-ჯიჰადის დღესასწაული ინდონეზიაში, კრივში შეჯიბრი მილანში და კასლიკის უნივერსიტეტში დაგეგმილი რელიგიური დღესასწაული ლიბანში.

Anonymous ირწმუნება, რომ მათ მტკიცებულებები გადასცეს დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ავსტრალიის სადაზვერვო სამსახურებს, თუმცა ამ მტკიცებულებების გასაჯაროებას, არ აპირებს.

ცნობისთვის, ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა Anonymous-მა „ისლამურ სახელმწიფოს” ომი გამოუცხადა. Anonymous-მა ინტერნეტში ვიდეო განათავსა, სადაც მან „ისლამურ სახელმწიფოს“ ომი პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის გამოსვლის 10 ძირითადი თეზისი G20 – დიდი ოცეულის შეხვედრაზე
შემდეგი სტატიამმართველი კოალიცია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს