Anonymous-ის ჰაკერებმა იაპონიაზე შეტევა გაააქტიურეს

Anonymous-ის ჰაკერებმა იაპონიაზე შეტევა გაააქტიურეს

Anonymous-ის ჰაკერებმა იაპონიაზე შეტევა გაააქტიურესსაერთაშორისო დაჯგუფება Anonymous-ის ჰაკერებმა იაპონური საიტების 97 კიბერშეტევაზე, რომელიც უკანასკნელი სამი თვის მანძილზე განხორციელდა, პასუხისმგებლობა აიღეს. დაზიანებული რესურსების სიაშია სამთავრობო გვერდებიც – ამის შესახებ დღეს იაპონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია.

10 დეკემბერს მიუწვდომელი გახდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის სიძო აბეს ოფიციალური გვერდი. “ჯერჯერობით ჩვენ არ ვფლობთ სანდო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, ეს მართლა Anonymous-მა გააკეთა თუ არა” – განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა ესიხიდე სუგამ, რომლის ცნობით, პროცესი ჯერჯერობით გამოძიების ეტაპზეა.

ჰაკერების საერთაშორისო დაჯგუფება Anonymous 2003 წელს შეიქმნა. მათ არ ყავთ ლიდერი ან სხვა ტიპის ხელმძღვანელი ორგანო. ჰაკერები კიბერ-შეტევებს ანხოერციელებენ მსოფლიოს მასშტაბით. ხშირად მათი მსხვერპლია სამთავრობო საიტები.

banner
წინა სტატიაშიGoogle-მა ყველაზე პოპულარული დიზაინერები დაასახელა
შემდეგი სტატიაფოთის მცხოვრებლემბა თევზის სუნის გამო მიტინგი გამართეს