ანო ამყოლაძე-პოლიციელებს ვუხდი მადლობას, რომ ცოცხალი ვარ

ლილოში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე თავის დაწვით იმუქრებოდა. აღნიშნული პირი პოლიციელებმა და მაშველებმა ერთ-ერთი შენობის სახურავიდან, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, სახანძრო კიბის დახმარებით უვნებლად ჩამოიყვანეს. ჯანო ამყოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება აქციის მიზეზს – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვას, რეგულაცია 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

„მე რომ დღეს ცოცხალი ვარ, რომ ვერ მივაღწიე იმ ზომას, თავი მომეკლა, სახალხოდ ვიტყვი, რამდენი წელიც უნდა ვიცოცხლო, ეს მთლიანად სამართალდამცველების დამსახურებაა. ეს იმ პოლიციელების დამსახურებაა, რომლებიც 4 დღის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვშორებიან. პოლიციელებს ვუხდი მადლობას, რომ ვარ ცოცხალი“, – განაცხადა ჯანო ამყოლაძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ხორავას ქუჩის  საქმეზე პარლამენტში კომენტარი გააკეთა.
შემდეგი სტატიაივანიშვილსა და ჩხარტიშვილის გასაიდუმლოებული შეხვედრა-ყოფილი პრემიერი ბიზნესმენის სახლში მივიდა