ანკარის პროკურატურამ ერდოღანზე საქმე აღძრა

ერდოღანმა გაანთავისუფლა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანი

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ,,სახალხო რესპუბლიკური პარტიის,, ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს მიერ 28 ნოემბერს პარლამენტში გაკეთებული განცხადების საფუძველზე, ანკარის პროკურატურამ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით საქმე აღძრა.

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ქილიჩდაროღლუმ პარლამენტში გამოსვლისას გააკრიტიკა მმართველი პარტიის მიერ პრემიერ ბინალი  ილდირიმთან დაკავშირებით გამოძიების დაბლოკვა, მოუწოდა ერდოღანს გაასაჯაროვოს მისი ქონების შესახებ ინფორმაცია და რაც მთავარია, ქილიჩდაროღლუმ სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა საბანკო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ერდოღანის ძმას, ვაჟს და სხვა ახლობლებს, ოფშორულ კომპანია Bellway-ში, უკანონოდ დიდძალი თანხები ჰქონდათ გადარიცხული…  ქილიჩდაროღლუს  მიერ წარმოდგენლი დოკუმენტების ავთენტურობა, თავად კომპანია Bellway-ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რასაც უმოკლეს დროში ანკარის პროკურატურის მხრიდან საქმის აღძვრა მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია განხორციელდება საქართველოში, პოლონეთში ან ნიდერლანდებში
შემდეგი სტატიარექს ტილერსონის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას