უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისთვის მოსკოვში ვიზიტი რთულია, რადგან რუსეთის დედაქალაქში ბევრი უკრაინული დრონი იმყოფება.
ამავე შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადება სამშვიდობო მოლაპარაკებების მოსკოვში გამართვის შესახებ.
„ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პუტინს ვესაუბრე იყო ის, თუ სად ისურვებდა შეხვედრას. მან მითხრა, რომ მოსკოვში იდეალური იქნებოდა. მე ვუთხარი, რომ ეს იდეა უბრალოდ არ მუშაობს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა: „ჩახვიდოდით მოსკოვში?“
„ეს რთულია. იქ ბევრი უკრაინული დრონია“, – უპასუხა ზელენსკიმ.

















