ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს.
ამის შესახებ ერდოღანის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც ცნობილია, შეხვედრის დღის წესრიგშია თურქეთსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განხილვა, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონული მოვლენების განხილვა.
მოლაპარაკებების დასასრულს ლიდერები რამდენიმე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.