ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობაში მონაწილეობისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ანკარაში დაკავებულია 33 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაშია მონაწილე. ცნობილია, რომ მისი სახელია ეკატერინე – დღეს თურქული Yeni Akit Gazetesi წერს.
კონკრეტულად როგორ არის ქალი მკვლელობასთან დაკავშირებული, არ იტყობინებიან. თუმცა, გამოცემის ცნობით, 2016 წლის ნოემბრის ბოლომდე მას ელჩის მკვლელთან მევლუთ ალტინტაშთან კონტაქტი ჰქონდა.
Yeni Akit Gazetesi, ასევე, ავრცელებს, რომ ეკატერინე, სავარაუდოდ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში პროსტიტუციის ორგანიზებით იყო დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს, ფოტოგამოფენის გახსნისას სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს. თავდასხმა პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ შორენა თეთრუაშვილი დაკითხა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილს ხვდება