ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელი საელჩოს დაცვაში მუშაობდა

თურქული გაზეთ Posta-ს ინფორმაციით, ანკარაში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე თავდამსხმელი მევლუტ მერტ ალტინშატი 1994 წელს დაიბადა. მან 2014 წელს იზმირში პოლიციის სკოლა დაამთავრა და ანკარაში პოლიციის სამმართველოში დაიწყო მუშაობა. პოლიციელი ერთი კვირის წინ რუსეთის საელჩოს დაცვაში გადაიყვანეს. თურქულ ქსელებში ვრცელდება ალტინშატის პირადობის მოწმობა, რომელიც მან ხელოვნების თანამედროვე ცენტრში წარადგინა, სადაც მოახდინა თავდასხმა. მან ელჩს ზურგში ესროლა, შემდეგ კი, დავარდნილ დიპლომატს კიდევ რამდენი ტყვია დაახალა. ბოროტმოქმედმა კიდევ სამი ადამიანი დაჭრა, სხვებს კი სთხოვა დარბაზი დაეტოვებინათ. ის ყვიროდა, რომ ელჩს სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო კლავდა.

banner
წინა სტატიაშიმწუხარებას გამოვხატავ თავდასხმის შედეგად თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის – ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო
შემდეგი სტატიალევან ვასაძე განცხადებას ავრცელებს და მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას