თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს შეხვდა. თურქული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.
როგორც მარტა კოსმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, მხარეებს შორის საუბარი შეეხო ეკონომიკურ და რეგიონულ თანამშრომლობას.
„ჩვენ ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა, ასევე, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერება გვსურს“, — განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში.


















