ანკარაში აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა ძალის გამოყენებით სცადეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა

ანკარაში დაძაბულობა პიკს აღწევს. პოლიციამ გზა გადაუღობა ქუჩაში გამოსულ მომიტინგეებს.
აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა ძალის გამოყენებით სცადეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ამ წუთებში გზა ისევ პოლიციას აქვს გადაკეტილი და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ – პერიოდულად ხდება შეტაკებები, ადგილზე მყოფთა რიცხვი იმატებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიასობით ათასი ადამიანი ამ წუთებში სტამბოლში, თურქეთში, ქუჩებში გამოდის, რათა გააპროტესტოს ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის და სტამბულის მერის ეკრემ იმამოღლუს დაკავება
შემდეგი სტატიათიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა – GetData