ანკარას განცხადებით გიულენი აშშ-დან გაიქცა

თურქეთმა აშშ-ს ფეტხულა გიულენის ექსტრადაციის შესახებ დოკუმენტები გაუგზავნა

თურქეთმა აშშ-ს ფეტხულა გიულენის ექსტრადაციის შესახებ დოკუმენტები გაუგზავნათურქეთის დაზვერვამ ქვეყნის ხელისუფლებას აცნობა, რომ ფეხტულახ გიულენი, რომელიც თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორია ოფიციალური ვერსიით და რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა, შტატებიდან გაიქცა – დღეს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა განაცხადა წერს Reuters-ი.
მინისტრის თქმით, გიულენი, შესაძლებელია ავსტრალიაში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ან ეგვიპტეში წავიდა. უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გიულენი გადატრიალებას “უკანასკნელი 40 წლის მანძილზე გეგმავდა” და თურქეთში დაბრუნებას პუტჩის შემდეგ აპირებდა.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის, ბერატ ალბაირაკის თქმით, თურქების 95% დარწმუნებულია იმაში, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან გიულენი დგას.
შეგახსენებთ, რომ გიულენი უარყოფს ყველანაირ კავშირს 16 ივლისს თურქეთში მომხდარ ამბებთან.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძე: ევა გოცირიძე წარდგენილ სამ კანდიდატს შორის არ იყო, გაუგებარია რანაირად გაჩნდა ეს კანდიდატურა
შემდეგი სტატიაპირველი ლედის სიძის მეგობრის გამოკითხვა დასრულდა