ანკარას აფეთქებაზე ქურთმა რადიკალებმა აიღეს პასუხისმგებლობა

რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფება “თავისუფალი ქურდისტანის ქორებმა” ანკარაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღეს, რომლის დროსაც 37 ადამიანი დაიღუპა.
შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის საიტზეა გამოქვეყნებული. ტექსტში თურქეთის რესპუბლიკას “ფაშისტურს” უწოდებენ, აფეთქებას კი – სამხრეთ სირიაში მცხოვრები ქურთების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციების პასუხს.
“ქორები” ხაზს უსვამენ, რომ აფეთქება ძალოვანი უწყების წინააღმდეგ იყო მიმართული და არა მშვიდობიანი მოსახლეობის.
შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ანკარაში თვითმკვლელებმა ავტომობილი ააფეთქეს. თურქეთის მთავრობის მონაცემებით, აფეთქების შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი „ოკუპაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავს.
შემდეგი სტატიაპუტინი: რუსეთს სირიის კამპანია 33 მილიარდი რუბლი დაუჯდა