ანკარამ უმიზეზო უწოდა ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის აღიარებაზე კენჭისყრას

ანკარამ უმიზეზო უწოდა ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის აღიარებაზე კენჭისყრას

anakaraთურქეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, იბრაჰიმ კალინმა “პოლიტიკურად ბოროტად გამოყენება” უწოდა გერმანიის პარლამენტში 2 ივნისს დაგეგმილ კენჭისყრას, რომელიც სომხების გენოციდის აღიარებას ეხება -წერს ადგილობრივი მედია.
“გენოციდი – ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ამაზე საუბარი ისტორიული და სამართლიანი საფუძვლების უქონლობით – ეს საკითხის პოლიტიკურად ბოროტად გამოყენებაა” – მისი თქმით, გენოცდზე ბრალდებას სამართლიანი საფუძველი უნდა ჰქონდეს და ის სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა ეყრდნობოდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა უკვე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, შეიქმნას საერთაშორისო კომისია, რომელიც ისტორიკოსებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც ამ საკითხს შეისწავლის. “ჩვენი შეთავაზება ისევ ძალაშია” – განაცხადა კალინმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს გერმანიის მწვანეთა პარტიამ სხვა პარტიებთან ერთად, პარლამენტში შეიტანა რეზოლუცია, რომელიც დეპუტატებს მოუწოდებს ოსმანეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდი აღიარონ. რეზოლუციას კენჭს 2 ივნისს უყრიან.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს “დელტას” ხელმძღვანელის გათავისუფლების დეტალებზე საუბარი მოუწევს
შემდეგი სტატიამოსკოვის ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანეს-მიმდინარეობს სპეცოპერაცია