ანკარამ უარყო მოსკოვისთვის ავიაბაზის დათმობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია

ანკარა მზად არის რუსეთს ავიაბაზა დაუთმოს

2_midთურქეთის მთავრობა არ გეგმავს რუსეთისათვის ინჟირლიკის ავიაბაზის დათმობას ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან საომრად – თურქეთის საგარეო უწყების მეთაურმა მევლუდ ჩევუშოღლუმ განაცხადა.
“ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ რუსეთთან “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის ფარგლებში ვიათანამშრომლოთ. მე არაფერი მითქვამს რუსული თვითმფრინავებისათვის საავიაციო ბაზის დათმობაზე” – განაცხადა ჩავუშოღლუმ -წერს “ბიბისი”. მინისტრის თქმით, თურქულმა პრესამ არასწორად გაიგო მისი სიტყვები, რაც შემდეგ რუსულ მედიაშიც მოხვდა.

მანამდე მინისტრის ეს ციტატა გავრცელდა: “მათთვის, ვისაც უნდა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას შეუერთდეს, ჩვენ ინჟირლიკის ავიაბაზა გავხსენით. რატომ არ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან. ეს ტერორისტული ორგანიზაციაა – ყველას მტერი, და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ” .
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ მან არაფერი იცის რუსეთის მიერ თურქული ავიაბაზის შესაძლო გამოყენებაზე: “მე არ ვიცი ოფიციალურად იყო თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაცია, მოხდა თუ არა მისი აღდგენა. თუკი არ ვცდები, ეს ასე არ არის. ჩვენ განცხადება მხოლოდ მედიიდან გავიგეთ, ცხადია, ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, მაგრამ პოლიტიკური კუთხით, სამუშაოა” – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშინატო გააგრძელებს საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს