ანკარამ აშშ-სგან ქურთების ტერორისტებად არ აღიარებაზე ახსნა-განმარტება მოითხოვა

ერდოღანი რუსეთს ურჩევს თურქეთი არ გადაიმტეროს

აშშ-ს თურქეთში ელჩი, ჯონ ბასი, თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონი ანკარასგან განსხვავებით სირიელი ქურთების პარტია “დემოკრატიულ კავშირს” ტერორისტულ ორგანიზაციად არ თვლის – ამის შეასხებ “როიტერსი” წერს.

ელჩის გამოძახებას წინ უძღვოდა ჯონ კირბის განცხადება, რომ “არაფერია ახალი იმასთან დაკავშირებით, რაც თურქულმა მხარემ შემოგვთავაზა. თქვენ, როგორც იცით, ჩვენ “დემოკრატიულ კავშირს” არ ვაღიარებთ ტერორისტულ გაერთიანებად”.
კირბის კომენტარი ეხებოდა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანის განცხადებას, რომელმაც 7 თებერვალს აშშ-ს მთავრობისგან მოითხოვა გაერკვნენ თუ ვინ უჭერენ მხარს – ქურთებს თუ ანკარას. “ჩვენ როგორ უნდა გვჯეროდეს თქვენი? ვინ არის თქვენი პარტნიორი, მე თუ ტერორისტები კაბანიდან” – თქვა ერდოღანმა.

2015 წლის ოქტომბერში ერდორანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ არ დაუშვას მის საზღვართან ქურთების ავტონომიის შექმნა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – არჩევნების მოახლოებისას რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს
შემდეგი სტატიამოსკოვმა კერის ბრალდებას სირიაში მოსახლეობის დახოცვის შესახებ უპასუხა