ანკარა უარს ამბობს სირიაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მონაწილე გახდეს

ანკარა უარს ამბობს სირიაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მონაწილე გახდეს

სირიაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება თურქეთისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუკი მისი ქვეყნის უსაფრთხოების საშიშროება გაჩნდება – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
“ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ სახალხო თავდაცვის ბატალიონსაც და “ისლამურ სახელმწიფოსაც” შევებრძოლოთ, ამის აუცილებლობა თუ დადგება. ანკარა ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თურქეთის უსაფრთხოების საკითხები წყდება” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც აშშ-რუსეთს შორის დაიდო, ძალაში 27 თებერვალს შევა.

banner
წინა სტატიაშიტიმოშენკო თვლის, რომ სააკაშვილს შეუძლია პოროშენკო ვადამდელ არჩევნებზე დაიყოლიოს
შემდეგი სტატიასირიაში ჰუმანიტარული დახმარების ჩამოგდების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა