ანკარა საერთაშორისო კოალიციას მოსულის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე შეუთანხმდა

8-1ანკარა საერთაშორისო კოალიციას მოსულის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე შეუთანხმდა -განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბილანი იილდირიმმა -წერს Reuters-ი.
მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ თურქი სამხედრო მფრინავები მზად არიან ოპარაციაში მონაწილეობაზე “როცა ამის დრო დადგება”. ამასთანავე, როგორც სააგენტო წერს, დღეს უკვე შეუერთდნენ თურქი სამხედროები კოალიციას.

მოსულის განთავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობის მიღების სურვილი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა 14 ოქტომბერს განაცხადა. მაშინ მან თქვა, რომ თუკი ბაღდადი და აშშ უარს ეტყვიან კოალიციას სამხედრო მოანწილეობაზე, მაშინ ანკარა გადავიდოდა “ბე გეგმაზე”, თუმცა, მას არ განუმარტავს, რაში მდგომარეობდა გეგმის არსი.

მოსულში სამხედრო ოპერაცია გუშინ დაიწყო. ექსპერტების თქმით, ის რამდენმე კვირა გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი რუსეთთან თანამშრომლობის მოწოდებას აკეთებს
შემდეგი სტატიაგერმანიის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს კონკურენტული სამხედრო გაერთიანების შექმნაზე საუბრობს