ანკარა ევროკავშირს ყველა შეთანხმების გაუქმებით დაემუქრა

თურქეთმა შესაძლებელია ევროკავშირთან ყველა ხელშეკრულება შეაჩეროს, თუკი “ბრიუსელი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას” გააგრძელებს – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იიგიტ ბულუტმა განაცხადა, ადგილობრივი მედია წერს.
ბულუტის თქმით, ანკარა ტერორიზმთან ბრძოლის კანონის გადახედვას არ აპირებს. ევროკავშირთან სხვა პრეტენზიები ჩინოვნიკს არ დაუსახელებია.
მაისის დასაწყისში ევროკავშირმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ წინადადება წამოაყენა იმ შემთხვევაში, თუკი ივნისის ბოლომდე ანკარა ევროკავშირის მიერ წაყენებულ 72 პირობას შეასრულებს.
თუმცა, 11 მაისს, თურქეთის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ კანონის გადახედვაზე უარს აცხადებდა, ევროპარლამენტმა თურქეთისთვის ვიზების გახსნაზე მუშაობა შეაჩერა.

banner
წინა სტატიაში,,ამდენი არაკაცური ჩალიჩის მერე, მაინც რომ წააგებ ძალიან მაგარია…ტრაკი უნდა გქონდეთ”
შემდეგი სტატიაეკა ხვედელიძემ ჟურნალისტის ფუნქცია შეითავსა