ანჯელინა ჯოლი პრეზიდენტად? მსახიობი პოლიტიკაში მიდის

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი მომავალში პოლიტიკაში აპირებს წასვლას. “ბიბისისთან” ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ 20 წლის წინ ამ ვარიანტს საერთოდ გამორიცხავდა, მაგრამ ახლა არც ისეთი კატეგორიულია.

ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელია. ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ აშშ-ს პოლიტიკაზე, სოციალურ ქსელებზე, სექსუალურ ძალადობაზე და მსოფლიო მიგრაციის კრიზისზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაეროში მუშაობამ მას აჩვენა, რომ ეფექტურად თანამშრომლობს მთავრობებთან და სამხედროებთან, თუმცა, პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ აპირებს დეტალებზე ისაუბროს.

წამყვანის შეკითხვაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს ნაციონალიზმთან, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო არენაზე პრობლემური გახდა, მსახიობმა უპასუხა, რომ საკუთარი ქვეყანის სიამაყე მასზე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა, აუცილებელია ნაციონალიზმი პატრიოტიზმისგან გაიმიჯნოს. “მე ჩემს კოლეგებს ვთხოვე განემარტათ სხვაობა ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს შორის. მათ მითხრეს, რომ იყო პატრიოტი ნიშნავს იყო ამაყი საკუთარი ქვეყნით, ამავე დროს, არ ფიქრობდე, რომ ის სხვებზე უკეთესია” – განაცხადა ჯოლიმ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა გეგიძე – იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
შემდეგი სტატიარუსებმა ყირიმში კედელი ააშენეს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურებმა მასზე არაფერი იციან