ანჯეი დუდა: სააკაშვილის დაკავება აზიანებს ქვეყნის იმიჯს

პოლონური რადიოს ინფორმაციით, 8 ნოემბერს პრეზიდენტი ანჯეი დუდა ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. პოლონური რადიოს წყაროს ინფორმაციით, დუდამ ზურაბიშვილს უთხრა, რომ პატივს სცემს ქართულ სასამართლო სისტემას, მაგრამ მიაჩნია რომ სააკაშვილის დაკავება აზიანებს საქართველოს იმიჯს.
დუდას თქმით, პოლონეთში სააკაშვილს იცნობენ, როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარს. დუდა იმედოვნებს რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხი მშვიდობიანად გადაწყდება.

სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს პოლონელმა პარლამენტარებმა. მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა.
პოლონელი კანონმდებლები ამბობენ, რომ სააკაშვილმა დაიწყო საფუძვლიანი რეფორმები , რამაც საქართველო ნატოს და ევროკავშირის გზაზე დააყენა.
– სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სიმბოლიდ აღიქმება. ის არ უნდა იქნას გამოყენებული შიდა პოლიტიკყრ ბრძოლაში, – მიიჩნევენ პოლონელი პარლამენტარები.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა
შემდეგი სტატიანედ პრაისი: საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილება