ანჯეი დუდა – ნატო-ს ქვეყნების, მათ შორის, პოლონეთის პოზიცია მკაფიოა, უკრაინას სამხედრო დახმარებას ვუწევთ, მაგრამ არ ვაგზავნით ჯარისკაცებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინაში ჯარების გაგზავნის წინააღმდეგია. ამის შესახებ დუდამ სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პიტერ პელეგრინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს, რადგან მისი გამარჯვება ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა პოლონეთმა არ უნდა გაგზავნოს ჯარისკაცები უკრაინაში.

„ეს ნატო-ს ქვეყანას ომში ჩაითრევს. ჯერჯერობით ყველა საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ნატო-ს ქვეყნების, მათ შორის, ხაზს ვუსვამ, პოლონეთის და ჩემი პოზიცია მკაფიოა: სამხედრო დახმარებას ვუწევთ უკრაინას, მაგრამ არ ვაგზავნით ჯარისკაცებს. ვიმედოვნებთ, არასოდეს მოგვიწევს ჩვენი ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში, რათა იბრძოლონ პოლონეთის ან ნატო-ს დასაცავად. იმედი მაქვს, ეს არ იქნება საჭირო, რუსეთი არ მიგვიყვანს ასეთ ვითარებამდე. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოზიცია. არ გვინდა მონაწილეობა ამ ომში, არ გვინდა ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა ამ ომში“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დუდამ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკი კოლეგა, პიტერ პელეგრინი იზიარებს პოზიციას უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია მკაფიო, შეუქცევადი შეთანხმებების გარეშე
შემდეგი სტატია„ნიუ იორკ თაიმსი“ – ჯო ბაიდენმა დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა