ანჯეი დუდა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის წინადადებას გამოეხმაურა და „რუსული უხეში იმპერიალიზმის კვინტესენცია“ უწოდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის წინადადებას გამოეხმაურა და „რუსული უხეში იმპერიალიზმის კვინტესენცია“ უწოდა.

ანჯეი დუდას თქმით, პუტინმა ამით მთელ საერთაშორისო საზოგადოებას „რუსული უხეში იმპერიალიზმის კვინტესენცია“ აჩვენა.

„პუტინი ითხოვს ტერიტორიებს, საიდანაც რუსული ჯარები უკვე გააძევეს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს უკვე მიუთითებს უხეშ თავდასხმაზე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და არაგონივრულ ტერიტორიულ მოთხოვნებზე.

„რუსეთი ამბობს: დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, ჩვენ „ღრმად პატივს ვცემთ“ მთელ საერთაშორისო წესრიგს“, – განაცხადა დუდამ.

მისივე თქმით, რუსული იმპერიალიზმი დაგმობილი უნდა იყოს, „ამ დრაკონს თავი უნდა მოეკვეთოს და ეს უნდა მოხდეს თავისუფალი სამყაროს მკაცრი პოზიციით“.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს და დაიწყებს მოლაპარაკებებს, თუ უკრაინა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე უარს იტყვის.

მისი თქმით, უკრაინამ ამ ტერიტორიებიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და ასევე უარი უნდა თქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ნატოში, გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ზელენსკიმ პუტინის ამ წინადადებას ულტიმატუმი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები რუსული ნაციზმის ახალი ტალღაა.

banner
წინა სტატიაშიმაია სანდუ – მივესალმები, მოლდოვასა და უკრაინასთან პირველ მთავრობათაშორის კონფერენციას, რომელიც 25 ივნისს გაიმართება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
შემდეგი სტატიაპუტინი: ევროპას რუსეთთან კარგი ურთიერთობა სჭირდება, თუ მას სურს დარჩეს გლობალური განვითარების ერთ-ერთ ცენტრად