ანჯეი დუდა აშშ-ს მოუწოდებს, თავისი ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განათავსოს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, თავისი ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განათავსოს. დუდა მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის მომავალი აგრესიისგან.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, აშკარაა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, დასავლეთ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში განლაგებული ამერიკული ბირთვული ქობინები პოლონეთში გადაიტანოს.

პოლონეთის ლიდერმა თქვა, რომ მან ცოტა ხნის წინ ეს წინადადება უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კეიტ კელოგთან შეხვედრისას განიხილა.

„ნატო-ს საზღვრები აღმოსავლეთით 1999 წელს გადავიდა, ამიტომ 26 წლის შემდეგ ნატო-ს ინფრასტრუქტურაც აღმოსავლეთისკენ უნდა გადავიდეს. ჩემთვის ეს აშკარაა“, – თქვა დუდამ.

banner
წინა სტატიაში200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას
შემდეგი სტატიაოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მიზანი უკრაინის დემილიტარიზაციაა და ამის დაშვება არ შეიძლება