ანიტა რაჭველიშვილის დაწყევლას საპატრიარქო ეხმაურება

ოპერის მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის დაწყევლას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

“ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომლმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.

მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე.”

banner
წინა სტატიაშიატოცში ნიღბიანი ცხენოსანი ოკუპანტები გამოჩნდნენ: ანტიოკუპაციური ჯგუფი ვიდეო-ფოტომასალას ავრცელებს
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში: იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორია და მათ გმირობაზე შექმნილი ფილმი „შინდისი“ ოსკარზე წარსადგენი უცხოური ნამუშევრების ხუთეულში მოხვდება