19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ანიტა ორბანი: რუსეთის ელჩს განვუცხადე, რომ უნგრეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ზაკარპატიეზე დარტყმები

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე ზაკარპატიეზე თავდასხმის გამო პროტესტი გამოხატა.

„ზაკარპატიეს გუშინდელ დაბომბვასთან დაკავშირებით, ბუდაპეშტში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარე. შეხვედრა ახლახან დასრულდა. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რუსეთის ელჩს განვუცხადე, რომ უნგრეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ზაკარპატიეზე დარტყმები,“ – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური იერიშები განახორციელა, მათ შორის, რუსულმა დრონებმა ობიექტები ზაკარპატიეშიც დააზიანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, უნგრეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

banner
წინა სტატიაშიფარულავა: საქართველოს ყველაზე მეტად შურის დასრულება სჭირდება, რაც სააკაშვილისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს!
შემდეგი სტატიასაერთაშორისო საკითხების ექსპერტს 3 -დღიანი პატიმრობა შეეფარდა