ანი წითლიძის სკანდალური სია

ანა წითლიძის განცხადებით, “ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს კარგად ცნობილი მირანდა მესხი, რომელსაც წინა არჩევნებზე ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულ ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. ამავე დროს, მე მაქვს სია, სადაც შემავალი პირები დღეს უნდა აირჩიონ საუბნო კომისიის წევრებად. კანონში წერია, რომ საუბნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, მაგრამ ამ სიაში მყოფ პირებს არანაირი კავშირი არა აქვთ მიუკერძოებლობასთან და ობიექტურობასთან”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობის წინ, საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის თაობაზე გამართულ სხდომასთან დაკავშირებით.

დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომაა ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დაამტკიცებენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით ირჩევა და არა მიუკერძოებელი, არამედ ქართული ოცნების ინტერესების გამტარებელი იქნება.

banner
წინა სტატიაშიCNN სკანდალურ მასალებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე: ბიძინა ივანიშვილს სურს გაღატაკებული, იზოლაციაში, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილი საქართველო