ანი წითლიძემ გულორდავა და სორდიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ანა წითლიძის განცხდებით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კორუფციული გარიგების და ნეპოტიზმის საფუძველზე საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას მამამ, დემნა სორდიამ შვილის თანამდებობის და გავლენების გამოყენებით (რომელიც გია გულორდავას პროტეჟეა) წლობით გაუფორმებელი ფართის თავის სახელზე გადაფორმება შეძლო და შემდეგ მშენებლობის ნებართვა ექსკლუზოურად მიიღო. ანა წითლიძე სანდრო სორდიას და გია გულორდავას პირადი პიზნესის მოსაწყობად თანამდებობის და გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებს.
ანა წითლიძემ აღნიშნა რომ აღნიშნული ფაქტობრივი მონაცემები სავარაუდო ნეპოტიზმის და კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიცავს რის საფუძველზეც განცხადება პროკურატურაში შეიტანა და სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ საქმე წარმოებაში მიიღო.

 

https://youtu.be/QYz04ogK1d0

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაჟურნალისტების საყურადღებოდ : ზაზა სარალიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს