ანი წითლიძე: სალომე ზურაბიშვილს სათქმელი მკაფიოდ უნდა ეთქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის

“რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ მკაფიოობა და სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, არ არსებობს არანაირი ორი გზა და ეს ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის, არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა, ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს უნდა ეთქვა სათქმელი მკაფიოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ეთქვა, რომ ე.წ არჩევნებში რეალურად სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს და რომ ერთ-ერთი მთავარი გზა, რომ საპროტესტო მუხტი გაიზარდოს და ქუჩში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგეს, არის აქტიური ბოიკოტის კამპანია, ეს არის ის, რასაც მე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, ელოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან.“-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ

banner
წინა სტატიაშიგანათლების გზაზე არ გაჩერდე – Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რჩევები
შემდეგი სტატია“რას ეწევი, ძმაო?” – რატომ დაუსვეს ეს შეკითხვა მწერალ ალეკო შუღლაძეს TikTok-ზე?