“როდესაც ქვეყანაში მკვდარია დემოკრატია, არ არსებობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ასეთ შემთხვევაში რჩება მხოლოდ ერთი რამ – საპროტესტო მუხტი ქუჩაში.” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ დღევანდელ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველდღიური აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს და არ მუშაობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, როდესაც ქვეყანაში მკვდარია დემოკრატია, ასეთ შემთხვევაში რჩება მხოლოდ საპროტესტო მუხტი ქუჩაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქციები იყოს სისტემატური, რადგან ჩემი ღრმა რწმენით ეს არის ერთადერთი რამ, რაც მოარყევს რუსულ რეჟიმს და აიძულებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.” – განაცხადა ანა წითლიძემ