ანი წითლიძე – რეჟიმისთვის მეორე სუნთქვის გახსნაზე პასუხისმგებელია „ლელო“

რეჟიმისთვის მეორე სუნთქვის გახსნაზე პასუხისმგებელი „ლელოა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კრისტალიზაციის პროცესი კარგია.

„არჩევნებზე ვინც „ლელოს“ ხმა მიეცით, აწი მაინც უნდა მიხვდეთ, რომ „ნაცებზე“ სანდო რეჟიმთან ბრძოლაში არავინაა. ხაზარაძისგან განსხვავებით, ჩვენ უკან დასახევი გზა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ გვაქვს. კრისტალიზაციის პროცესი კარგია. რეჟიმისთვის მეორე სუნთქვის გახსნაზე პასუხისმგებელი „ლელოა““, – წერს წითლიძე.

ცნობისთვის, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი, ოქტომბერში კი ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც
შემდეგი სტატია„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია