მთელი პროპაგანდა ჰქონდათ აგებული რუს/ქოცებს იმაზე რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევდა და უკრაინის მხარდაჭერით ნაცებს “მეორე ფრონტი” გვინდოდა საქართველოში.
დღეს გავიგეთ რომ ქოცების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის სადამფუძნებლო კონვენციას.
გასაგებია რომ რუს/ქოცები ცდილობენ დასავლეთთან ივაჭრონ.
მაგრამ მე ქოცების ამომრჩეველს მინდა ვკითხო.
ომი უნდათ ქოცებს?
თუ ახლა არ არის საშიშროება რუსეთი “გაღიზიანდეს?”,-წერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე.



















