ანი წითლიძე: “მაფიოზმა გუბერანტორმა შონიამ მოგცხო?”

გულორდავა” ამისი ხმა არ გვახსოვს ზუგდიდლებს. ისე ჭამს ბიუჯეტიდან თანხებს და მადლობა ბოცოს რომ ასე ვიზუალურად მაინც ვიხილეთ:)))
გულორდავა სრულად კორუმპირებულო, საკუთარ სახლშიც ამუშავე და ე.წ. ატკატით 70 ათასიც შეაწერე პირადად ამირან კარტოზიას, რის გამოც მანდ საბოლოოდ მუშებს ვერ გადაუხადა ხელფასი.
ფილები არ გაქვთ სახლში დაგებული?
გინდათ პირადად დაგიყენოთ მუშები პირისპირ და ისე ილაპარაკონ?
საფინანსო და პროკურატურაში რატომ იყავით დაბარებული მაშინ და რატომ გითხრეს კიდევ ერთხელ შენს სახელს რომ ახსენებს ვინმე თავს წააგებო?
მუშებს სასწრაფოდ რომ გადაუხადეს ხელფასის ნაწილი და მეორე ნაწილს სააღდგომოდ მოგცემთ ოღონდ გულორდავა არ ახსენოთ ეგ როგორ იყო?
პირადად არ იყავი მუშებთან საფინანსოდან მოვდივარ და არიქა არ დამღუპოთ და მე აღარ მახსენოთ ისე მოგცემთ ფულსო?
კომპანია გზამგებს იმ პირობით არ გაასტუმებინეთ ხელფასების ნაწილი, რომ მეორე ტენდერს თქვენ მოგაგებინებთო?
ერთი თვის შემდეგ აკეთებ განცხადებას და ისიც იმიტომ რომ მაფიოზმა გუბერანტორმა შონიამ მოგცხო მე ჩემი კონტრაბანდა მეყოფა ცოდვად და შენც ნუ მიმატებ ფილებისჭამასო?:))
გადადგომა მოგიწევთ ბატონო გია -ფრთხილად თორემ ციხეშიც წასვლა”- ასე ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, გია გულორდავას განცახდებას.

შეგახსენებთ, რომ გია გულორდავა საპარლემენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურისგან ცილისწამების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ვიცე-მერი მზად არის მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო სამართალდამცავებთანაც ითანამშრომლოს, რადგან დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში.

საქმე ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის 16 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან გია გულორდავას მისამართით რამდენიმე ბრალდება გამოთქვა. პარლამენტარის სიტყვებით, ქალაქში ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოვლენაში აქტიურად იყო ჩართული ვიცე-მერი, რომელმაც ქალაქის ფეხითსავალი ნაწილის კეთილმოწყობის გარდა, ეს ადამიანები საკუთარი ეზოს კეთილმოწყობაზეც ამუშავა.

banner
წინა სტატიაშიმერსი სულხანიშვილი:” ბიძინა ივანიშვილთან სექსი არასოდეს მექნება”
შემდეგი სტატია(video)როგორ გამოიყურება დღეს ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია