ანი წითლიძე: მადლობა და გვაპატიე ყველას რომ ვერ დაგიცავით

იას სიკვდილში დამნაშავეა არა მხოლოდ ხელისუფლება, დამნაშავე ხართ ყველა ვინც იცოდით რას ებრძოდა ბოლო ორი კვირა და ხმა არ ამოიღეთ. ვინც ძალიან კარგად იცით ახლაც ვინ არის ანონიმური წერილის ავტორი და ხმას არ იღებთ, დამნაშავე ხართ ყველა, ვისაც ყველაზე მეტად შეგეძლოთ მისი გადარჩენა თქვენი ერთად დგომით. თქვენ რომ გაუბედავები არ იყოთ იას მაშინ უშველიდით სისტემა რომ ებრძოდა და ერთადერთი ხსნის გზა თქვენს ხმამაღალ ბრძოლაზე გადიოდა. თქვენ კიდევ “პოლიტიკა ჩვენი საქმე არ არის” ფუთავთ თქვენს გაუბედაობას, არადა ყელამდე ხართ პოლიტიკაში.
არც აწი გეყოფათ გამბედაობა მის მკვლელებს ამ ქალაქში ღიად ებრძოლოთ. (რა თქმა უნდა გამონაკლისებიც არსებობთ)
ამიტომაც ყველა ცრემლი და გოდება ამაოა სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.
Ia Kerzaia – RIP. – მადლობა შენი გულშემატკივრობისთვის და გამხნევებისთვის ჩემთვის ყველაზე მძიმე ომში. მადლობა და გვაპატიე ყველას რომ ვერ დაგიცავით-წერს ანი წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მანდატურების ახალი ნაკადის მომზადება დაიწყო