ანი წითლიძე: “ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ

“კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ “ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ და “ლელომ” უნდა იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ჰქვია “ოცნებასთან” კოალიციის შექმნა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ის, რის საფასურსაც გადაიხდის როგორც საკუთარ ამომრჩეველში, ისე პოლიტიკურ წრეებში და ეს ეტყობა კიდეც იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს “ლელოში”, სადაც ადამიანები ძალიან ღირსეულად ტოვებენ პოსტებს “ლელოს” იმ გადაწყვეტილების გამო, რაც მათ მიიღეს.” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ

banner
წინა სტატიაში“იმედი” რიჟვაძის წერილს ავრცლებს: ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი იმ ბიზნესმენებსაც მიმართავს, რომლებიც დუმილის რეჟიმში არიან: დუმილი ინდულგენცია არ არის, დუმილით ვერ იყიდით თავისუფლებას