ანი წითლიძე: „ევროქოცები ზუგდიდში გაბანძდებიან!“

„ზუგდიდს უარესებიც უნახავს და აუტანია, ვიდრე ქებურიას მერობის კანდიდატობა და გოგორიშვილის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობაა“, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანა წითლიძე წერს და იქვე განმარტავს, რომ მისთვის და ასევე, „ნაცმოძრაობისთვის“ „ევროქოცების“ თემა დიდი ხანია, საინტერესო და აქტუალური აღარაა.

„მათი პოლიტიკური მომავალი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც ა.წ. უკვე წინა არჩევნებიდან გამქრალი პოლიტიკური პარტიები და „ლიდერები“, მით უმეტეს, როდესაც მოღალატის იარლიყი გარტყია, „ბრენდად“ სხვა გამოსავალი, გარდა ქებურიას კანდიდატობისა, ზუგდიდში ევროქოცებს არ ჰქონდათ,“ – აღნიშნავს წითლიძე და დასძენს, რომ ყოფილ „ნაციონალებს“ სხვა კადრი არ ჰყავთ.

„არც დამენია და არც გუნავა, სულ რომ ფეხებით ჩამოგეკიდათ, ზუგდიდში მერობის კანდიდატად მაინც არ დადგებოდნენ. გუნავას ძველი ცოდვების გამო, დამენიას კიდევ ზუგდიდელები არასოდეს არ თვლიდნენ „თავის ტიპად“ და უფრო მეტიც, სამგზის პარლამენტის დეპუტატი რომ იყო, ისიც კი არ ახსოვთ. ეს ფაქტორებიც რომ გამოვრიცხოთ, დამენია და გუნავამაც მშვენივრად იციან, რომ არათუ გამარჯვების მინიმალური შანსი არ აქვთ, დიდი შანსი აქვთ, საბოლოოდ გაბანძების ამ არჩევნებზე ზუგდიდში (რადგან ახლა უნდა დაუმტკიცონ ბოკერიას, ღირდა თუ არა მათი სიაში ჩასმა იმ პირობით, რომ ზუგდიდში სიტუაციას ესენი მართავდნენ და თუ წავიდოდნენ, ენმ-ს დაშლიდნენ, რაც არ გამოუვიდათ და სულ 15 ახლო ნათესავი გაიყოლეს).

ამ გაბანძებაზე კი უკვე კარგად გაბანძებული და მოღალატის იარლიყით აკრული დამენია-გუნავა არაფრით არ წავიდონენ. „განტევების ვაცი“ აქ ქებურია უნდა ყოფილიყო. “ახალი კადრი”, “ქალი”, მერე რა რომ ცხარე ცრემლით ტიროდა და არ უნდოდა, ადვილად შეახსენეს, რის გამო გახდა პარლამენტის წევრი და რატომ უნდა დამდგარიყო კანდიდატად. შენს პარტიაში არ მოვსულვარო, მიშას უთხრა და სიამოვნებით დავაკვირდები, ქებურიას პარტია რამდენ პროცენტს აიღებს ზუგდიდში,“ – წერს წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიპოლიციის პოლკოვნიკის სკანდალური განცხადება – „თბილისი წალეკა ნარკოტიკებმა!“
შემდეგი სტატიაერდოღანის ოპოზიციამ მიტინგზე მილიონზე მეტი ადამიანი გამოიყვანა (ვიდეო)