ანი წითლიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ფიქრობენ სანქციების გაფართოებაზე

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად ევროკავშირის მხრიდან არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების გაუქმება უნდა იყოს, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ევროპაში თავისუფლად სიარულს, ვერც მათი ოჯახის წევრები და შემდეგი ნაბიჯი უნდა იოს თითოეული მათგანის დასანქცირება ისე, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ მოგზაურობას.

ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ფიქრობენ სანქციების გაფართოებაზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იქნება, რომ „ოცნების“ ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყანას აკარგვინებენ თავისუფლებას და ევროპულ მომავალს, დასანქცირდნენ და მათი მიმოსვლა ევროპაში იყოს შეზღუდული.“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ დიპლომატიური ვიზების შეჩერებაზე

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – მგონი, პეტერ ფიშერმა საბოლოოდ უარი თქვა ელჩობაზე და რადიკალური ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის მხარდამჭერად იქცა
შემდეგი სტატიააჭარაში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი