ანი წითლიძე: ბიძინას დაპირებას ფასი აღარ აქვს, რადგან ხალხმა იცის, რასაც უნდა დაპირდეს, მაინც არ გააკეთებს!

“ყველაფერი, რასაც მიხეილ სააკაშვილი ხალხს დაჰპირდა, ყველაფერი რეალურად გააკეთა და ახლაც, სამეგრელოში ყველამ იცის, იმას, რასაც იტყვის, სააკაშვილი აუცილებალდ გააკეთებს, ანუ მის დაპირებას ფასი აქვს! ბიძინას დაპირებას კი ფასი აღარ აქვს, რადგან ხალხმა იცის, რასაც უნდა დაპირდეს, მაინც არ გააკეთებს!-აცხადებს “ერთიანი ნაციონალური ” მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე.

“ხალხს კარგად ახსოვს, მიშა ანაკლიაში, განმუხურსა თუ იგივე ზუგდიდში როგორ მუშაობდა. ამიტომ, ხალხს მასთან სხვადასხვა სახის დავალება აქვს და ეს დავალება აბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის, სოციალური პირობების გაიმჯობესებას, დევნილთა ბინების სამართლიან გადანაწილებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამასთან, ყველა ხვდება, რომ ანაკლიისა და ლაზიკის პროექტის აღდგენა აუცილებელია, რადაგნ ეს მხოლოდ რეგიონის კი არა, არამედ, ზუგდიდის განვითარებისთვისაც კარგი იქნება, რითიც სამუშაო ადგილები შეიქმნება. ასევე, პენსიებიც გაიზრდება. მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, ხალხს გამარჯვების, იმედის და უკეთესი საქართველოს რწმენა მისცეს! სხვათა შორის, ხალხმა ერთხელ უკვე ნახა, მიშამ არარსებული სახელმწიფო როგორ შექმნა! ამიტომ, ისინიც კი, ვინც სხვანაირად ლაპარაკობენ, დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე ფიქრობენ. აქ იმაზე კი არაა ლაპარაკი, სააკაშვილი ვინმეს მოსწონს თუ არა – ეს ამ წუთას შესაძლოა, მეორეხაისოვანია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ საქართველოში სააკაშვილის გარდა ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც „ოცნების” დამარცხება და ქვეყნის განვითარება შეუძლია, უბრალოდ, არ არის! შესაბამისად, ამ არჩევნებზე სააკაშვილის აქტიურობა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება!”-ინტერვიუს ანი წითლიძესთან nation.ge ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ
შემდეგი სტატიაბათუმში, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა