ანი წითლიძე: 200 ლარიდან 100 ლარამდე შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება I და II ჯგუფის შშმ პირებს
მნიშვნელოვანი
- 200 ლარიდან 100 ლარამდე შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება I და II ჯგუფის შშმ პირებს.
სხვა სტატიები
- გიორგი გახარია – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის
- განსხვავებული გრაფიკი ხულოში – 7 ბაღში ბავშვებს არც აძინებენ და არც კვებავენ
- მოვითხოვთ თავდაცვის მინისტრ ჯანელიძისაგან, გამოვიდეს და მკაფიოდ განუმარტოს ქართულ საზოგადოებას თუ რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე-ნუგზარ წიკლაური
“ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტლებით, შემცირდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ზუგდიდის მერია აღარ იქნება ოპერაციების თანადამფინანსებელი ყველა მოქალაქისთვის. (განისაზღვრა მხოლოდ სოციალურად დაუცველები და პენსიონერები. 2015 წლამდე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ერთი წელიც, ეს შეზღუდვა არ არსებობდა)
200 ლარიდან 100 ლარამდე შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება I და II ჯგუფის შშმ პირებს. შემცირდა ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაც.
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ორჯერ გაიზარდა ხელფასები ადგილობრივ თვითმმართველობაში და ზუგდიდში უკვე მეორე მოწვევის საკრებულო და მერია იღებს ამ ორჯერ გაზრდილ ხელფასს იმ ფონზე როდესაც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები ყოველ წელს მცირდება, ბენეფიციარების რაოდენობა კი იზრდება.
სამაგიეროდ დღეს ზუგდიდის საკრებულო ორი საათი განიხილავდა საკითხს მიენიჭოს თუ არა ზუგდიდში, ჭითაწყარის N 4 სასაფლაოს პანთეონის სტატუსი…
(ცალკე სადაო საკითხია ვის გამო უნდათ პანთეონის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სასაფლაოსთვის)-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ანი წითლიძე.